კრისტალბეთი ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და რამდენიმე წელში შეძლო, გამხდარიყო ნომერ პირველი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში, აღნიშნულ სტატუსს კი დღემდე უწყვეტად ატარებს.
2018 წელს კრისტალბეთის 51%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია „Entain Holdings PLC“, რომელმაც 2021 წელს დარჩენილი 49%-იც შეიძინა და მართვის სადავეები სრულად გადაიბარა.
კრისტალბეთი ქართული სპორტის დიდი და გამორჩეული გულშემატკივარია, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკვე წლებია მხარში უდგას გუნდებს, ჩემპიონატებსა და ცალკეულ სპორტსმენებს.
ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში კრისტალბეთი იყო ქუთაისის ტორპედოს გენერალური სპონსორი. ტორპედო ამ პერიოდში მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ატარებდა და ამავე წელს შეძლო საქართველოს სუპერთასის მოგებაც.
2019 წლიდან დღემდე კრისტალბეთი არის საქართველოს ეროვნული ლიგის სპონსორი, ჩემპიონატი კი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სახელს ატარებს.
2021 წელს კრისტალბეთის სახე გახდა ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ევროპის შვიდგზის, მსოფლიოს ექვსგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში კრისტალბეთმა ქართული ფეხბურთის წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით აქტიური კამპანია წამოიწყო და ეროვნული ლიგის ფეხბურთელებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უამრავი პრიზი დააწესა, მათ შორის ავტომანქანა Dodge Challenger-ი, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა გულშემატკივარსაც შეუძლია. ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ.